среда, 1 июля 2009 г.

ჩარგალი-,,მთის არწივის საუფლო"


პროექტის სახელი: ჩარგალი-,,მთის არწივის საუფლო"


პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იძიებენ და ეცნობიან ფშავს, ჩარგალს, იმ ადგილს სადაც დაიბადა და აღიზარდა ქართველი ერის სიამაყე - ვაჟა-ფშაველა.




პროექტის სრული აღწერა: გაკვეთილზე გამოიკვეთა,რომ მოსწავლეები სიღრმისეულად არ იცნობენ ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებას. საუბრის შემდეგ,გაირკვა,რომ მოსწავლეებს აინტერესებდათ ვაჟა-ფშაველას შესახებ ყველაფერი. მივეცი დავალება, რომ მათ ვაჟას შესახებ მოეძიებინათ ინფორმაცია ინტერნეტის, ბიბლიოთეკის მეშვეობით, ინტერვიუებით, ზეპირგადმოცემებით.მოსწავლეებმა არ იციან , სად მდებარეობს ფშავი, ჩარგალი. არ აქვთ დათვალიერებული ვაჟა- ფშაველას სახლ-მუზეუმი. მოსწავლეებმა არ იციან,თუ რატომ აირჩა ლუკა რაზიკაშვილმა სევდონიმად ვაჟა- ფშაველა. მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად გა,დაწყდა ექსკურსიის მოწყობა და განსაზღვრა მარშრუტი. ექსკურსიის ფინანსური უზრუნველყოფა, სატრანსპარტო საშუალებების მოძიება, ექსკურსიის პერიოდში მოსწავლეთა კვებით უზრუნველყოფა მოხდა მშობლების მიერ.
  • ტექ-აღჭურვილობა (ციფრული აპარატი,ვიდეო კამერა...,)და სხვა სამუშაო მასალები (სახატავი რვეულები,ფანქრები,საწერი თაბახები, კალმები...) მოძიებული იქნა პედაგოგების, მშობლების და მოსწავლეების მიერ.

  • მოსწავლეთა ასაკი: 13-14 წელი

  • ვადების ხანგრძლივობა: 1თვე

  • პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში: მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, დამხმარე ლიტერატურით, პრესით, ზეპირგადმოცემით: ინტერვიუ თამარ რაზიკაშვილთან. ჯგუფური მუშაობა, დისკუსია, პრეზენტაცია.

  • მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები მოაწყობენ ექსკურსიას, ჩაუტარდებათ ლექცია-საუბარი ,გაიუმჯობესებენ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევებს, გაიღრმავებენ ცოდნას საქართველოს ერთ-ერთი კუთხის, ფშავის შესახებ, საფუძვლიანად შეისწავლიან ქართველი ბუმბერაზი შემოქმედის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
  1. მოსწავლეები გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
  2. მოაწყობენ ფოტო - გალერიას, შეიქმნება ფოტო-სტენდი.
  3. შეიქმნება ფოტო- ალბომი.
  4. გაკეთდება პრეზენტაცია ,,სლაიდებით"
  5. გაკეთდება ჩანახატები, განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარი. კულტურული ღირებულებისადმი პატივისცემის უნარი.
  • სარგებელი სხვებისათვის: სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები გაეცნობიან მოძიებულ მასალას , დაათვალიერებენ ფოტო-სტენდს, დაესწრებიან გაკვეთილზე მოსწავლეთა მიერ სლაიდებით მომზადებულ პრეზენტაცია. წარმოდგენელი მასალის საფუძველზე, დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ ფშავის მდებარეობას,მის ბუნებას და ვაჟა-ფშაველას როლს ქართულ მწერლობაში.

  • სამუშაო ენა: ქართული

  • საგნები/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურა:- ინტერნეტით, ბიბლიოთეკით, ინტერვიუებით, ზეპირგადმოცემებით სარგებლობის ჩვევების ჩამოყალიბება. კვლება-ძიების უნარის განვითარება

ისტორია - ეცნობიან ეპოქის მთავარ მოვლენებს, მე-19 საუკუნის სოციალურ -ეკონომიკურ - პოლიტიკურ მდგომარეობას.

გოგრაფია - იკვლევენ ფშავის ბუნებას, ფლორას,ფაუნას,გეოგრაფიულ მდებარეობას.

საინფორმაციო ტექნოლოგიები:კომპიუტერთან მუშაობა,ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიება,დამუშავება და პრეზენტატირება ისტ-ის მეშვეობით.


  • პროექტის ფასილიტატორი: ზეინაბ ალავერდაშვილი
  • ფასილიტატორის ელ. ფოსტა: z.alaverdaSvili@gmail.com





  •